ჯაღმაიძე საპატრიარქო ტახტის კანდიდატისთვის საგანმანათლებლო მოთხოვნები იგივე რჩება

ჯაღმაიძე საპატრიარქო ტახტის კანდიდატისთვის საგანმანათლებლო მოთხოვნები იგივე რჩება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპატრიარქო ტახტის კანდიდატის განათლების საკითხი კონკრეტულად არ განხილულა. „მინიმუმ სავალდებულო მოთხოვნად რჩება სასულიერო სემინარია. რაც შეეხება ასაკს, დღეს ასაკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ასევე არ არის შემუშავებული ასაკობრივი ჩანაწერის ინტერპრეტაცია - „არაუმეტეს 70 წლისა“. სინოდის მომავალ სხდომაზე, როცა სამი კანდიდატი შეირჩევა, ეს საკითხიც განიხილება“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, მომავალ შეხვედრაზე საპატრიარქო ტახტის სამი კანდიდატის შერჩევა მოხდება და ასაკობრივ კრიტერიუმთან დაკავშირებით უფრო დეტალურად იქნება გაცნობილი. „დღევანდელ სხდომაზე ასაკობრივი საკითხი დაისვა, თუმცა თემების სიმრავლის გამო, გადაწყდა, რომ სინოდის მომავალ სხდომაზე უფრო კონკრეტული გადაწყვეტილება მიგვეღო“, - დასძინა მან. ჯაღმაიძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხის გაცემაზე, თუ რა პოზიციებზეა სინოდის წევრები კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, კერძოდ, შეუძლია თუ არა 71 წელს გადაცილებულ ეპისკოპოსს პატრიარქის თანამდებობაზე განაცხადები. „მსჯელობენ, შესაძლებელია თუ არა 71 წელს მიღწეული პირი იყოს საპატრიარქო ტახტის კანდიდატი. ეს საკითხი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული“, - აღნიშნა მან. მისივე თქმით, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული სხვა საკითხები სინოდის დადგენილებაში გაირკვევა.

გრიგოლ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროდან კორუფციული საქმის ფონზე გაათავისუფლესსოფელ ყულევთან სანაპიროზე დრონი აღმოაჩინესსაპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებსკალაძე: თუ ვინმემ ჩაიდინა ან მომავალში ჩაიდენს დანაშაულს, კანონის წინაშე აგებს პასუხსმოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს შესახებ მოხსენების ავტორმა განცხადება გააკეთამზია ამაღლობელმა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება უარყო

ENDEKA