მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის ვიცე პრემიერს შეხვდა
პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას შეხვდა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას სხვადასხვა სფეროში. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სექტორულ თანამშრომლობასა და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალზე. ამავდროულად, შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
• თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნა საქართველოში გარე ჩარევის გარეშე მოხდა • „პსპ ჯგუფის“ აღმასრულებელი კომპანია საქართველოში ნარკოტიკების ხელოვნური დეფიციტის შესახებ პრეტენზიებს უარყოფს • კურიერის მკვლელობის ბრალდებით სტამბოლში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს • სტამბოლში კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს • საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება და ფინანსური დახმარება 2026 წლის 1 ივლისამდე გაუხანგრძლივა • ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ქართველი მომღერლის ანრი ჯოხაძის კონცერტი ჩაშალეს •