ცენტრალურ საქართველოში წითელი ხიზილალის შეფუთვის მიწისქვეშა სახელოსნო აღმოაჩინეს

ცენტრალურ საქართველოში წითელი ხიზილალის შეფუთვის მიწისქვეშა სახელოსნო აღმოაჩინეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ხიზილალის მიწისქვეშა საწარმო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ფიზიკური ზ.ტ. ეწეოდა ხიზილალას შეფუთვას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში აღიარებისა და რეგისტრაციის გარეშე შემდგომი რეალიზაციის მიზნით. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ასევე დაფიქსირდა დარღვევები პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში. კომპანია დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი დარღვევების აღმოფხვრამდე შეჩერდა. სააგენტომ მოუწოდა მწარმოებლებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონიერი მოთხოვნები და შეასრულონ ყველა სავალდებულო პროცედურა ბაზარზე ოპერირებამდე.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დეპარტამენტის მუშაობის ანგარიში წარადგინაგორდულაძე: ოკუპანტთან მხოლოდ ერთ საკითხზე გვექნება ურთიერთობა - ტერიტორიული მთლიანობაცნობები: შავ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავით თავს დაესხნენ თურქულ ნავთობტანკერს, რომელსაც რუსული ნედლეული გადაჰქონდასაქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ისრაელის ნაკრებთან ითამაშებსგვარამია: ჩვენ ვთქვით მთავარი - არ ვაჭრობთ პატიმრებით, არ დავიხევთ უკანხვიჩა კვარაცხელიას ჯილდო „საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენი“ გადაეცა.

ENDEKA