თავდაცვის ყოფილ მინისტრს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება სურს

თავდაცვის ყოფილ მინისტრს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება სურს

დღეს საპროცესო შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით პროკურატურას დავუკავშირდები“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე. ეს განცხადება ჯუანშერ ბურჭულძემ იმ დროს გააკეთა, როდესაც დაცვის მხარე მოსამართლესთან ერთად მორიგი სასამართლო სხდომის დეტალებს განიხილავდა, რომელზეც დაცვის მხარე თავად აპირებდა ბრალდებულის დაკითხვას. ბურჭულაძის თქმით, დღეს პროკურატურაში საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით საჩივარი გადაეგზავნება და ხვალ დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ შუამდგომლობაც შეიტანება. დაცვის მხარე ირწმუნება, რომ მტკიცებულებების ექსპერტიზის დასრულებას ერთ სასამართლო პროცესზე შეძლებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული ქმედებები ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-დან 12 წლამდე. საპროცესო შეთანხმების თარიღი

ზახაროვა: საქართველოს კეთილდღეობა "არა დაპირისპირებაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობაშია"თინა ბოკუჩავა პიტერ ანდრეოლის ვიზიტზე: ეს ფაქტობრივად არ ემსახურება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვას ან აღდგენას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ყველა ეკონომიკური პროექტიდან გამოიტანოს მაქსიმუმი.არტემ გრიბულის პატიმრობის სახე შეიცვალა სრულიად დახურულითჭიათურელ მეშახტეებს პროკურატურის შენობასთან აქციის გამართვის უფლება არ მისცესაქტივისტ მარიამ მაძგარაშვილს ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდაგორდულაძე: ოკუპანტთან მხოლოდ ერთ საკითხზე გვექნება ურთიერთობა - ტერიტორიული მთლიანობა

ENDEKA