თამარ ბაგრატიონი ეს სამიტი ჩემთვის დიდი გამოცდილება და სიამაყის მიზეზი იყო
"გლობალური სამიტი, რომელზედაც მე მიწვეული ვიყავი აშშ-ს პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა, დასრულდა. ჩემთვის ეს სამიტი გახდა დიდი გამოცდილება და დიდი სიამაყე, რადგან საქართველოს წარმოვადგენდი", - განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგების შეჯამებისას. როგორც თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, სამიტი წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობით იყო მასშტაბური და მისი თემა გლობალურად მნიშვნელოვანი. სამიტში მონაწილეობა მიიღო 45 ქვეყნის წარმომადგენელმა. თემა იყო განსაკუთრებული, გლობალურად მნიშვნელოვანი და სენსიტიური - ეს ეხებოდა ახალი ტექნოლოგიების განვითარებას და მათ ინტეგრაციას განათლებაში. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი ღონისძიებები ამ პლატფორმის ფარგლებში მოეწყო. საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით მისი ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტზე „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
• რესტავრატორთა ასოციაციის პრეზიდენტი პლასტმასის ჭურჭლისა და ბოთლების მიტოვებას ნაჩქარევად და ცუდად გააზრებულად მიიჩნევს. • მეთელკინა-ბერულავას წყვილმა ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა • საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ისრაელის ნაკრებთან ითამაშებს • სამაგისტრო პროგრამა ფსიქოლოგიაში შენარჩუნდება ორწლიანი ფორმატით • პაპუაშვილი: არ არსებობს პროდასავლური და ანტიდასავლური, არსებობს მხოლოდ ქართული და ანტიქართული • ზახაროვა: რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების მომხრეა •