შავი ზღვის დაბინძურება ბათუმში სასამართლომ უცხოური გემი დააჯარიმა
ბათუმის წყლებში შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა. სასამართლომ უცხოური დროშის მცურავი გემი დამნაშავედ ცნო და დააჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დარღვევა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთობლივი მონიტორინგის დროს გამოვლინდა. დადგინდა, რომ გემი საყოფაცხოვრებო წყლით აბინძურებდა ზღვას. სასამართლოს გადაწყვეტილება: ▪️ სასამართლომ გემი დამრღვევად გამოაცხადა ▪️ დაჯარიმდა - 100 000 ლარი ▪️ დამატებით ვალდებულია აანაზღაუროს გარემოს მიყენებული ზიანი გემს უფლება აქვს დატოვოს საქართველოს ტერიტორიული წყლები და განაგრძოს ნაოსნობა მხოლოდ ჯარიმის სრული დაფარვისა და ზიანის ანაზღაურების შემდეგ. ბათუმის წყლებში საზღვაო დაბინძურების მონიტორინგი რამდენიმე დეპარტამენტის მონაწილეობით გაძლიერებულ რეჟიმში მიმდინარეობს.
• ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა 8%-ზე. • საქართველოში უცხოელებზე გაცემული მართვის მოწმობების უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა • ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. • მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობების შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები - მოვუწოდებთ საქართველოს დაუბრუნდეს პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას, რომელიც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. • საქართველომ ევროსაბჭოს ანგარიშში განიხილა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების შესახებ • ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. •