საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სტადიონზე 2026 წლის პირველ მატჩში. მიხეილ მესხი ისრაელის ნაკრებს შეხვდა - შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაცვის ცენტრში ორი დებიუტანტი გაათავისუფლა - ლუკა გადრანი და ილია ბერიაშვილი. ცვლილებები იყო ნახევარდაცვაშიც - ტრავმირებული გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნის გამო, ფრანგმა სპეციალისტმა მესამე ახალწვეული - გიზი მამაგეიშვილი შეამოწმა. მატჩის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას 2025 წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. "ჯვაროსნებმა" 31-ე წუთზე შექმნეს პირველი რეალური საგოლე შანსი: ისრაელის ნაკრების მეკარემ შეცდომა დაუშვა, პასი ოთარ კიტეიშვილმა ჩაჭრა, რის შემდეგაც გიორგი მიქაუტაძემ კარს დაარტყა, მაგრამ მცველმა დარტყმა აიღო და სტუმრები გოლის გაშვებას გადაარჩინა. 36-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის მცველებს გვერდი აუარა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0. 54-ე წუთზე კვარაცხელიამ ისევ ააფეთქა - მცველები მოიშორა და შორეულ კუთხეში ულამაზესი დარტყმით დუბლი შეასრულა - 2:0. თუმცა, ჯვაროსნებმა სწრაფად დაკარგეს ორი გოლის უპირატესობა. 61-ე წუთზე გაი მიზრაჩიმ სხვაობა შეამცირა, ომრი განდელმანმა კი წონასწორობა სამი წუთის შემდეგ აღადგინა. ორივე ეპიზოდში საქართველოს ნაკრების დაცვამ შეცდომები დაუშვა. ნაკრებების მარტის შესვენებაზე საქართველოს ნაკრები 29 მარტს მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს - ვილი სანიოლის გუნდი კაუნასში ლიტვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი გადაიცემა.

უკრაინის მოქალაქეები თბილისსა და ბათუმში 1,5 ათასზე მეტი დოზით ნარკოტიკული საშუალებებით დააკავესჭიათურელ მეშახტეებს პროკურატურის შენობასთან აქციის გამართვის უფლება არ მისცესპაპუაშვილი: არ არსებობს პროდასავლური და ანტიდასავლური, არსებობს მხოლოდ ქართული და ანტიქართულიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 7 სისხლის სამართლის საქმეზე 30 პირი დააკავაარტემ გრიბულის პატიმრობის სახე შეიცვალა სრულიად დახურულითშავი ზღვის დაბინძურება ბათუმში: სასამართლომ უცხოური გემი დააჯარიმა

ENDEKA