მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 41 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში იმიგრაციის კონტროლის სპეციალური ღონისძიებები გაატარეს. შსს-ს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დააკავეს 41 უცხო ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ალჟირის, ჩინეთის, უზბეკეთის, იემენის, იორდანიის და ერაყის მოქალაქეები. „განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეამოწმეს კონკრეტული ლოკაციები და ობიექტები სხვადასხვა მიზნით, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირებას. დაკავებულები ამჟამად მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განსახლების ცენტრში არიან მოთავსებული, მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
• გიორგი ვაშაძე: ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია ჩემი სახელი, გვარი და სტატია, მეტი არაფერი • აქტივისტ მარიამ მაძგარაშვილს ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა • ანიტა ჰიპერი: ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილი სასჯელი არაპროპორციულია - ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ძირითადი დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ • ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში საქართველოს თავმჯდომარეობის გადაცემის ცერემონია გაიმართა • ისრაელმა საქართველო ირანის გამო პოტენციურად საშიში ქვეყნების სიაში პირველად შეიყვანა • ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აჭარაში უფასო სკრინინგი მიმდინარეობს •