მარკ რუტე ნატო საქართველოს ურთიერთობების შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მოვუწოდებთ საქართვე...

მარკ რუტე ნატო საქართველოს ურთიერთობების შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მოვუწოდებთ საქართვე...

„ნატო-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ „ევროსკეპტიკოსების“ კითხვაზე საქართველოს შესახებ წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე საპასუხოდ. ალიანსის გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოს დაუბრუნდეს პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას, მათ შორის, განაგრძოს თავისი კურსი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამავდროულად, მარკ რუტე აღნიშნავს, რომ საქართველოსთან დიალოგი უნდა შენარჩუნდეს, რათა პრობლემების განხილვის საშუალება იყოს და არა უბრალოდ თქვას „ჩვენ ეს არ მოგვწონს და ურთიერთობას მთლიანად ვწყვეტთ“. „საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან, რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს დაუბრუნდეს პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას, მათ შორის, განაგრძოს თავისი კურსი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დიალოგი და დისკუსია და დავიკავოთ პოზიცია, რომ ჯობია გავაგრძელოთ ურთიერთობები, რათა გვქონდეს ამ პრობლემების განხილვის საშუალება, ვიდრე ვთქვათ, რომ ეს არ მოგვწონს და ურთიერთობა მთლიანად დავასრულოთ“, - განაცხადა მარკ რუტემ. ცნობისთვის: დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ წარმოადგინა ალიანსის წლიური ანგარიში, რომელიც ასევე მოიცავს ნაწილს საქართველოს შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და შემდგომი მოვლენების ფონზე, მოკავშირეებმა განიხილეს ნატოს ჩართულობა საქართველოსთან“. „შედეგად, მოხდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გარკვეული ელემენტების პრიორიტეტების ხელახალი განსაზღვრა, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ზოგიერთი ასპექტი“, - ნათქვამია მარკ რუტეს 2025 წლის მოხსენებაში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.თავდაცვის ყოფილ მინისტრს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება სურსცნობები: შავ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავით თავს დაესხნენ თურქულ ნავთობტანკერს, რომელსაც რუსული ნედლეული გადაჰქონდაამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.ბადრი ჯაფარიძე - პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესი წარმოუდგენელი, შეთითხნილი ბრალდებებით არის ბრძოლა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ - სხდომის დახურვა იმის მანიშნებელია, რომ მათ არ სურთ საზოგადოებამ გაიგოს, რა იმალება ამ პროცესის უკან.გაერო შეშფოთებულია: საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი ეუთოსთან კონტაქტის გამო დაიკითხა.

ENDEKA