მარიამ ქვრიივიშვილი აშშ ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრა...

მარიამ ქვრიივიშვილი აშშ ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრა...

„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და განახლდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელთან პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ. ქვრიივიშვილის თქმით, მან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები გააცნო. „პიტერ ანდრეოლის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენლის, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა წარმოგვედგინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები. მან ასევე მოინახულა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორია, სადაც ადგილზე გაეცნო მიმდინარე პროგრესს და გეგმებს, რაც სახელმწიფოს აქვს ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ეკონომიკის მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერად შეაფასა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ძლიერი სურვილი და პოზიტიური მოლოდინები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. „ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები ზემოაღნიშნულ სექტორებში, განსაკუთრებით ისეთ მასშტაბურ პროექტებში, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო პროექტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და განახლდება“, - განაცხადა მარიამ ქვრიივიშვილმა. მისი კომენტარი სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

ნიკა გვარამია პეტრე ანდრეოლთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ ვუთხარით მათ მთავარი: ჩვენ არ ვვაჭრობთ მძევლებით, უკან არ დავიხევთ - იქნება დიდი პროტესტი და ცვლილებები - და ამისთვის მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო გვჭირდებასააკაშვილი: ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილის მეშვეობით შესთავაზა პატრიარქს გადადგომაცნობები: შავ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავით თავს დაესხნენ თურქულ ნავთობტანკერს, რომელსაც რუსული ნედლეული გადაჰქონდასაქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ისრაელის ნაკრებთან ითამაშებსთავდაცვის ყოფილ მინისტრს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება სურსსაქართველომ ევროსაბჭოს ანგარიშში განიხილა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების შესახებ

ENDEKA