ლევან მახაშვილი ელენე ხოშტარიას არც შუშანიკს და არც თინათინს არ გამოსძალავთ თუ ის ოთხი შვილის დედაა, რას ფიქრობდა ამას? საკუთარ შვილებზე არ ფიქრობდა?!

ლევან მახაშვილი ელენე ხოშტარიას არც შუშანიკს და არც თინათინს არ გამოსძალავთ თუ ის ოთხი შვილის დედაა, რას ფიქრობდა ამას? საკუთარ შვილებზე არ ფიქრობდა?!

ელენე ხოშტარიას არც შუშანიკისთვის და არც თინათინისთვის არ გამოსძალავენ - თუ ოთხი შვილის დედაა, რას ფიქრობდა ამას? საკუთარ შვილებზე არ ფიქრობდა?! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განუცხადა. მახაშვილის თქმით, მისთვის ელენე ხოშტარია „ჩვეულებრივი ხულიგანია“. „პირადად, ელენე ხოშტარია არ წარმოადგენს ჩემთვის მნიშვნელოვან ფიგურას. ის არის ერთ-ერთი რიგითი ხულიგანი, პოლიტიკური ექსტრემისტი, რომელმაც თავისი ნებით და განზრახ ჩაიდინა დანაშაული. რაც მოხდა, სამართლიანობის აღდგენაა, აქ განსაკუთრებული არაფერია. არც შუშანიკის და არც თინათინის გამოძალვა არ შეიძლება, რამდენი შვილი ჰყავს. პირიქით, ჩემი პირადი კითხვა ასეთია - თუ ის ოთხი შვილის დედაა, რას ფიქრობდა, როცა ამას აკეთებდა? არ ფიქრობდა საკუთარ შვილებზე? საკუთარ ოჯახზე არ ფიქრობდა? ამიტომ, ყველამ, მათ შორის უცხოელებმაც, ვინც განცხადებებს აკეთებენ, არ უნდა მოუწოდოს ხელისუფლებას - პირველ რიგში, ამ ადამიანს და პოლიტიკურ ექსტრემიზმში ჩართულ პირებს უნდა მიმართონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ამ ტიპის ძალადობრივი პოლიტიკური ექსტრემიზმისგან და პირიქით, ჩაერთონ კონსტრუქციულ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა მახაშვილმა. ცნობისთვის, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში იყო ბრალდებული, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განჩინებით ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ერთ წელიწადში დატოვებს.

პროკურორი: დაზარალებულს გაუჩნდა ეჭვი, რომ გიორგი მალანიამ თავდამსხმელებს გიგა ავალიანის მისამართი მიაწოდა - თუ დანაშაულებრივი ქმედება დადგინდება, პროკურატურა იქნება უკომპრომისო - რაც შეეხება ნია იმნაძეს, ველოდებით მტკიცებულებების შედეგებს.საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდაანიტა ჰიპერი: ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილი სასჯელი არაპროპორციულია - ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ძირითადი დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგშალვა პაპუაშვილი: აღარ არსებობს არც პროდასავლური და არც ანტიდასავლური - არის მხოლოდ ქართველი და ანტიქართველი - ერი, რომელიც მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებში და უცხოური გავლენით მოჯადოებული მომიტინგე.აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დეპარტამენტის მუშაობის ანგარიში წარადგინაჰელსინკის კომისია: „ოცნება“ სასამართლოებს იყენებს იარაღად განსხვავებული აზრის წინააღმდეგ

ENDEKA