კახა კალაძე ეკლესიაზე თავდასხმა გუშინ არ დაწყებულა ეს ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ და საზოგადოებამ კარგად იცის, საიდან მოდის და ვისი დავალებით
"ეკლესიაზე თავდასხმა გუშინ არ დაწყებულა. ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ მიზანმიმართული თავდასხმა ხდებოდა, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა და როგორი თავდასხმები იყო მიმართული პატრიარქის წინააღმდეგ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საზოგადოებას ძალიან მარტივად შეუძლია შეაფასოს, რომელი პოლიტიკური ჯგუფი რა ინტერესებს ემსახურება. "ეკლესიაზე თავდასხმა გუშინ არ დაწყებულა. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდებოდა მიზანმიმართული თავდასხმა, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა და როგორი თავდასხმები იყო მიმართული პატრიარქის წინააღმდეგ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ყველაფერი. საზოგადოებამ ასევე კარგად იცის, საიდან მოდის ეს, ვისი ბრძანებით და როგორ არის ორგანიზებული ეს პროცესები. ყველამ ნათლად დაინახა ვინ ვინ არის და დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეუძლია ძალიან მარტივად შეაფასოს, რომელი პოლიტიკური ჯგუფი ვის ემსახურება და რა ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა კალაძემ.
• კობახიძე დაკავებულების შესახებ: სანამ არ იქნება აღიარება და მონანიება, შეწყალებაზე ან ამნისტიაზე საუბარი შეუძლებელია • უილსონი: ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს • ნორვეგიის ელჩი: ელენა ხოშტარიას სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია • ჯუანშერ ბურჭულაძე: დღეს მივმართავ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით • ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი: 77 ევროპული ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქმე საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ელოდება აღსრულებას • გრიგოლ გეგელია პიტერ ანდრეოლთან შეხვედრის შესახებ: ფართო მიმოხილვა გვქონდა ჩვენი დემოკრატიის წინაშე მდგარი სერიოზული გამოწვევების შესახებ - ჩემი გზავნილი იყო, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არ შეესაბამება აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს. •