ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში საქართველოს თავმჯდომარეობის გადაცემის ცერემონია გაიმართა

ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში საქართველოს თავმჯდომარეობის გადაცემის ცერემონია გაიმართა

2026 წლის 13 აპრილიდან საქართველო გახდება ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, 25 მარტს საფრანგეთის ხელმძღვანელობით დასკვნითი შეხვედრის ფარგლებში გაიმართა თავმჯდომარეობის სიმბოლური საქართველოსთვის გადაცემის ცერემონია. „საქართველო 4 სექტემბრამდე უხელმძღვანელებს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმს, რის შემდეგაც თავმჯდომარეობა დიდ ბრიტანეთს გადაეცემა. უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ფორუმი ეუთოს ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომლის მთავარი მიზანია წვლილი შეიტანოს ეუთოს ფარგლებში უსაფრთხოების განმტკიცებაში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა 8%-ზე.მარკ რუტე: მოვუწოდებთ საქართველოს დაბრუნდეს პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზაზეროგორ (არ) სრულდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოში - ევროპის საბჭოს 12 მარტის დასკვნებილევან ცუცქირიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ: ვიზებთან დაკავშირებული დამატებითი ტვირთის შესაძლო მოხსნა ან შემსუბუქება მოვითხოვე და ასევე ვისაუბრე პოლიტპატიმრებზეადვოკატის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე მზადაა ზარალი აანაზღაუროსსააკაშვილი: ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილის მეშვეობით შესთავაზა პატრიარქს გადადგომა

ENDEKA