ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აშშ ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს პიტერ ანდრეოლის მიაწოდა ინფორმაცია. სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიურო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკულმა დელეგაციამ, საქმეთა დროებით რწმუნებულ ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა მიმდინარე სამშენებლო და სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს. „მინისტრის მოადგილემ ამერიკულ დელეგაციას დეტალური მიმოხილვა მიაწოდა პროექტის განხორციელების ეტაპებზე და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას. თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტურ ფუნქციონირებაში, რეგიონული კავშირის გაძლიერებაში და ქვეყნის რეგიონულ ჰაბად პოზიციონირებაში. მხარეებმა დეტალურად განიხილეს პორტის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მშენებლობა და სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საზღვაო ინფრასტრუქტურის პარალელურად განიხილეს რკინიგზის სექტორიც - აღინიშნა, რომ რკინიგზა წარმოადგენს კრიტიკულ რგოლს შუა დერეფანში. ამ კონტექსტში, თამარ იოსელიანმა დელეგაციას გააცნო რკინიგზის სექტორში დაგეგმილი პროექტები და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ძირითადი ინვესტიციები, მათ შორის ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი. ერთობლივად, ეს პროექტები ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის სიმძლავრისა და ოპერაციული ეფექტურობის მნიშვნელოვან ზრდას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს „ანაკლიის საზღვაო პორტის“, სს „საქართველოს რკინიგზის“ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი წარმომადგენლები“, - ნათქვამია განცხადებაში.
• თავისუფლების მოედნის ლიდერი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ • მარკ რუტე: მოვუწოდებთ საქართველოს დაბრუნდეს პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზაზე • ლევან ცუცქირიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ: ვიზებთან დაკავშირებული დამატებითი ტვირთის შესაძლო მოხსნა ან შემსუბუქება მოვითხოვე და ასევე ვისაუბრე პოლიტპატიმრებზე • ჯო უილსონი: თავისუფლების მომხრეებს აწუხებს ანტიამერიკული „ქართული ოცნება“, რომელიც მხარს უჭერს ირანის ტერორისტულ რეჟიმს • პროკურორი: დაზარალებულს გაუჩნდა ეჭვი, რომ გიორგი მალანიამ თავდამსხმელებს გიგა ავალიანის მისამართი მიაწოდა - თუ დანაშაულებრივი ქმედება დადგინდება, პროკურატურა იქნება უკომპრომისო - რაც შეეხება ნია იმნაძეს, ველოდებით მტკიცებულებების შედეგებს. • მიტროპოლიტი სტეფანე: თავიდანვე ვამბობ, რომ მხარს ვუჭერ უწმინდესის მიერ არჩეულ ლოკუუმს - ვფიქრობ, მიტროპოლიტ შიოს ხმა უნდა მივცეთ. •