ანიტა ჰიპერი ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილი სასჯელი არაპროპორციულია ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ძირითადი დემოკრატი...

ანიტა ჰიპერი ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილი სასჯელი არაპროპორციულია ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ძირითადი დემოკრატი...

„კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი სასჯელი, რომელიც ითვალისწინებს 18 თვით თავისუფლების აღკვეთას, ჩვენთვის არაპროპორციულად მიგვაჩნია“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიფინგზე „პუბლიკას“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის შესახებ. „სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 18 თვის განმავლობაში, ჩვენი აზრით არაპროპორციულია. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ სტანდარტებს. მიგვაჩნია, რომ ეს არის დემოკრატიული რეპრესიების გაგრძელება, რომელიც უნდა დასრულდეს. ძირითადი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის. ჩვენი გზავნილი ნათელია: ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი უნდა გათავისუფლდეს“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა. ცნობისთვის: „დროას“ ლიდერი, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, რომელსაც ბრალად ედებოდა კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანება, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. შესაბამისად, ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებას 1 წელიწადში დატოვებს.

პაპუაშვილი: არ არსებობს პროდასავლური და ანტიდასავლური, არსებობს მხოლოდ ქართული და ანტიქართულიისრაელმა საქართველო ირანის გამო პოტენციურად საშიში ქვეყნების სიაში პირველად შეიყვანაჯუანშერ ბურჭულაძე: დღეს მივმართავ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით2025 წელს საქართველოში საგზაო მოძრაობის სამართალდარღვევათა რაოდენობა 14,5%-ით გაიზარდა.უილსონი: ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებსსიონის საპატრიარქო ტაძარში მორწმუნეები დილიდან მოდიან ილია მეორის საფლავთან მოსახსენიებლად.

ENDEKA