ანიტა ჰიპერი ელენე ხოშტარიას სასჯელი არაპროპორციულია

ანიტა ჰიპერი ელენე ხოშტარიას სასჯელი არაპროპორციულია

ელენა ხოშტარიას დაკისრებული სასჯელი არაპროპორციულია“, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიფინგზე და პასუხი გასცა „პუბლიკას“ ჟურნალისტის შეკითხვას „დროას“ ლიდერის, ელენა ხოშტარიას წინააღმდეგ სასჯელის შესახებ. „არაპროპორციულად მივიჩნევთ კიდევ ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ელენა ხოშტარიას დაკისრებულ სასჯელს, რომელიც ითვალისწინებს 18 თვით თავისუფლების აღკვეთას. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ სტანდარტებს. ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც დემოკრატიული რეპრესიების გაგრძელებას, რომელიც უნდა შეწყდეს. ეს არის რეპრესიების ნაწილი ოპოზიციის, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების და ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან ფუნდამენტური უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის. ჩვენი გზავნილი ნათელია: ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს“, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.

სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევისთვისფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 7 სისხლის სამართლის საქმეზე 30 პირი დააკავაგიორგი თუმასიანი: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი ადასტურებს, რომ ვაშინგტონის ყურადღება რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ არ შემცირებულა - ქართულ ოცნებასთან კომუნიკაცია შემცირებულია, მაგრამ როგორც ქვეყანა, ჩვენ ვრჩებით აშშ-ს დღის წესრიგში.Forbes-ის 100 ყველაზე მდიდარი ქართველის რეიტინგი ბიზნესსა და პოლიტიკას შორის მჭიდრო კავშირს ავლენს.მიტროპოლიტი სტეფანე: თავიდანვე ვამბობ, რომ მხარს ვუჭერ უწმინდესის მიერ არჩეულ ლოკუუმს - ვფიქრობ, მიტროპოლიტ შიოს ხმა უნდა მივცეთ.ჰელსინკის კომისია: „ქართული ოცნება“ სასამართლოს იარაღად იყენებს ყველა იმ ადამიანის გასაჩუმებლად, ვინც მათ ძალაუფლებას გამოწვევას უქმნის

ENDEKA