ადვოკატის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე მზადაა ზარალი აანაზღაუროს
ადვოკატ ხათუნა ხურცილავას განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მზადაა ზარალი აანაზღაუროს. მან დასძინა, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით დღეს მიმართავენ. "ჩვენ მზად ვართ ზარალი ავინაზღაუროთ. რაც შეეხება სასჯელს, რატომ უნდა იყოს პატიმრობა? ვითხოვთ პირობით გათავისუფლებას, დეტალებზე გადავალთ", - განაცხადა ხათუნა ხურცილავამ. ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურატურას დღეს მიმართავს. ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ეხება. ეს ქმედებები 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბურჭულაძეს ბრალად ედება 1 593 212 ლარის უკანონო და გაუმართლებელი შემოსავლის ლეგალიზება. ბრალდების თანახმად, 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალს 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა სამედიცინო მოწყობილობა, რის შედეგადაც სამინისტრომ 1 3833 ლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. გარდა ამისა, 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ შეიძინეს ქონება. ამ ქონების წარმომავლობისა და საკუთრების დამალვის მიზნით მათ დაბა წყნეთში მესამე პირთან შეადგინეს ფიქტიური უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რათა მას კანონიერი სახე მიეცეს. რაც შეეხება ვლადიმერ გუდადშაურს და გიორგი ხაინდრავას, მათ ბრალი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში ედებათ, ხოლო ვასილ მხეიძეს გაფლანგვაში დახმარებაში. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ედებათ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. ვლადიმერ გუდადშაური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
• საბანკო დაკრედიტება საქართველოში 71,1 მილიარდ ლარს აღწევს • არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპანტ ქვეყანასთან მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარებულ დე ფაქტო ტერიტორიებზე სრული იურისდიქციის აღდგენის საკითხებზე ექნება ურთიერთობა. • მარკ რუტე: მოვუწოდებთ საქართველოს დაბრუნდეს პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზაზე • ბადრი ჯაფარიძე - პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესი წარმოუდგენელი, შეთითხნილი ბრალდებებით არის ბრძოლა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ - სხდომის დახურვა იმის მანიშნებელია, რომ მათ არ სურთ საზოგადოებამ გაიგოს, რა იმალება ამ პროცესის უკან. • ჭიათურელ მეშახტეებს პროკურატურის შენობასთან აქციის გამართვის უფლება არ მისცეს • აშშ-ის საელჩოში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს •