უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის დაკავების შესახებ განაცხადა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლის დაკავება, რომელიც წარსულში 2016 წლიდან 2020 წლამდე იმყოფებოდა საქართველოში, სადაც უნგრეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის „ფარქვეშ“ სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა. მათი მონაცემებით, სამხრეთ კავკასიიდან დაბრუნების შემდეგ, 2021 წელს, ზოლტან ანდრემ უკრაინის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობა დაიწყო. იმავე წელს მან აიყვანა ყოფილი უკრაინელი სამხედრო და 2024 წელს დაავალა ჯაშუშობა ტრანსკარპათიაში. უნგრელმა მზვერავმა დაქირავებულ უკრაინელს დაავალა შეაგროვოს ინფორმაცია დასავლეთ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების შესახებ, ასევე უნგრეთის ჯაშუშური ქსელისთვის ახალი პირების გადაბირება. უკრაინის უშიშროების სამსახური წერს, რომ ანდრე თავისუფლად იყენებდა უნგრეთის დიპლომატიურ ოფისს ტრანსკარპათიაში, სადაც უკრაინის მოქალაქეები უგზავნიდნენ პერსონალურ მონაცემებს უნგრეთის მოქალაქეობის მისაღებად - ჯაშუშმა შესთავაზა სპეციალურად შერჩეულ მოქალაქეებს ფინანსური დახმარება და მნიშვნელოვანი შეღავათები უნგრეთისგან დაქირავების მიზნით. SBU-მ დასძინა, რომ უნგრეთის დაზვერვის ოფიცრის მიერ დაკომპლექტებული მეორე პირი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი საბრძოლო ბრიგადის ყოფილი კონტრაქტორი.
• საქართველო შეუერთდება ევროპის საბჭოს კონვენციას სერიალების ერთობლივი წარმოების შესახებ • ზახაროვა: რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების მომხრეა • გურამ მაჭარაშვილი – ელენე ხოშტარია არ არის პოლიტიკური ოპონენტი, ის ჩვეულებრივი „ხულიგანია“ • ელენე ხოშტარია: სასაცილოა იმის ფიქრი, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ დამსაჯა • ზურაბ ჯაფარიძე - სხდომა დაიხურა, რომ ხალხს არ გაეგო, რა სიგიჟეზე იყო საუბარი - პროკურორი არის ადამიანი, რომელიც მეუბნება: ჩემზე სანქციისთვის ციხეში უნდა გამოგიყვანო. • შვედეთის ელჩი - ოპოზიციის ლიდერის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც აჩენს კითხვებს. •