თამარ ბაგრატიონმა წმინდა გიორგის ხატი ქართულ ეკლესიას შესწირა. თამარ მეფე ვაშინგტონში
საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას ესტუმრა და ტაძარს წმინდა გიორგის ხატი გადასცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პატივსაცემად, რომელიც ვაშინგტონში ტაძრის წინამძღვარმა, მამა პაველ ზაქარაიამ აღავლინა, აშშ-ში მდებარე ქართული დელეგაციის წევრებიც დაესწრნენ. "ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ტაძარს ვესტუმრე, სადაც მამა პაველმა ჩვენი პატრიარქის პანაშვიდი აღავლინა. მრევლს შევხვდი მონატრებულ ქართველებს სამშობლოს მოყვარე ქართველებს. ჩემი სურვილი იყო ტაძარს მიმეცა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა. ყველა ქართველს, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში, გამარჯვება და წინსვლა ვუსურვო. საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება. დელეგაციაში ასევე არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
• საქართველო შეუერთდება ევროპის საბჭოს კონვენციას სერიალების ერთობლივი წარმოების შესახებ • საქართველოს ეკონომიკის მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა • ზახაროვა: რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების მომხრეა • ბრიტანეთის ხაზინა: „სანქციების [ქართული კომპანიების მიერ] დარღვევა გამოიწვევს შესაბამის ქმედებებს“ • ნინო წილოსანი – ელენე ხოშტარიას რომ ეფიქრა საკუთარ შვილებზე, ქვეყანაში რევოლუციას არ მოაწყობდა – ის კრიმინალია, არა გმირი, არც პოლიტპატიმარი. • საქართველოში შიდა ტურისტების რაოდენობა შემცირდა •