თამარ ბაგრატიონმა წმინდა გიორგის ხატი ქართულ ეკლესიას შესწირა. თამარ მეფე ვაშინგტონში
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ, თამარ ბაგრატიონმა თამარ მეფის სახელობის ქართული ტაძარი მოინახულა და ტაძარს წმინდა გიორგის ხატი გადასცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პატივსაცემად, რომელიც ვაშინგტონში ტაძრის წინამძღვარმა, მამა პაველ ზაქარაიამ აღავლინა, აშშ-ში მდებარე ქართული დელეგაციის წევრებიც დაესწრნენ. "ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ტაძარს ვესტუმრე, სადაც მამა პაველმა ჩვენი პატრიარქის პანაშვიდი აღავლინა. მრევლს შევხვდი მონატრებულ ქართველებს სამშობლოს მოყვარე ქართველებს. ჩემი სურვილი იყო ტაძარს მიმეცა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა. ყველა ქართველს, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში, გამარჯვება და წინსვლა ვუსურვო. საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება. დელეგაციაში ასევე არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
• ილია მეორის გარდაცვალება. როგორ გადაარჩინა პატრიარქმა საქართველო და ევედრებოდა სტალინს. მაქსიმ შევჩენკო • 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტები გაორმაგდება. • კობახიძე: 1917 წლის 25 მარტს ავტოკეფალიის გამოცხადებით ქართველმა ხალხმა აღადგინა ისტორიული სამართლიანობა. • გიორგი ვაშაძე ე.წ საბოტაჟის საქმეზე - ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და სტატია, მეტი არაფერი - დიდ აბსურდთან გვაქვს საქმე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. • გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობა შესაძლოა „კომპიუტერული თამაშის საშუალებით მიღებულ დავალებას“ უკავშირდებოდეს. • ხელისუფლების წარმომადგენლები სიონის საპატრიარქო ტაძარში მივიდნენ •