სიონის საკათედრო ტაძარში წირვა ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს აღევლინება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს და ავტოკეფალიის აღდგენის დღეს სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს ღვთისმსახურებას, რომელსაც საპატრიარქო ტახტის ლოკუმი, სენაკისა და ჩხოროცკის მიტროპოლიტი შიო (მუჯილერი) ერთად აღავლენს. საპატრიარქო ტაძარში წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე სინოდის წევრები ესწრებიან. ელია II-ის საფლავზე დილიდან მოქალაქეები მიდიან, რათა პატივი მიაგონ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვა გამოცხადდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან - თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში გადაყვანიდან მეორე დღეს თბილისის კლინიკა „კავკასიურ სამედიცინო ცენტრში“ გარდაიცვალა. ის 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
• გიორგი ვაშაძე: უსამართლობა აწვება საზოგადოების ყველა ნაწილს: ზოგისთვის პატიმრობას ნიშნავს, ზოგისთვის ჯარიმას, სამსახურიდან გათავისუფლებას, ზოგისთვის კი ქვეყნის დატოვების იძულებას - კონსოლიდაცია ამის წინააღმდეგობის ერთადერთი გზაა. • სალომე ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არის კიდევ ერთი შოკისმომგვრელი თავდასხმა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოში. • სამხრეთ კავკასია: საჭიროა სტრატეგიული ავტონომია • გვარამია: ისტორიაში პირველად, ფლომასტერი დანაშაულის იარაღად იქნა აღიარებული • აჭარაში ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს • აჭარაში „წითელი ცირკულარით“ ძებნილი ორი პირი დააკავეს •