სახალხო დამცველმა გლდანის ციხეში პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე მოინახულა.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეწვია და დაწესებულების ადმინისტრაციას, ასევე რამდენიმე პატიმარს შეხვდა. „სახალხო დამცველმა მიიღო დეტალური ინფორმაცია პატიმართა უფლებებისა და ცხოვრების პირობების შესახებ, მოინახულა და გაესაუბრა მე-8 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს, მათ შორის: პაატა მანჯგალაძეს, ლაშა ბერიძეს და ირაკლი ნადირაძეს. სახალხო დამცველი აგრძელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
• თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონის სამიტს დაესწრო, რომელსაც პირველი ლედი მელანია ტრამპი მასპინძლობს • საქართველოს პირველმა ლედიმ წმინდა გიორგის ხატი აშშ-ში მდებარე ტაძარს შესწირა • ზახაროვა: რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების მომხრეა • საქართველოში შიდა ტურისტების რაოდენობა შემცირდა • შვედეთის ელჩი - ოპოზიციის ლიდერის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც აჩენს კითხვებს. • პაპუაშვილი: ილია მეორემ 28 მძიმე წელი მიუძღვნა ავტოკეფალიის აღიარებას •