საქართველოს პირველმა ლედიმ წმინდა გიორგის ხატი აშშ ში მდებარე ტაძარს შესწირა
თამარ ბაგრატიონი აგრძელებს ვიზიტს აშშ-ში. ამ მოგზაურობის ფარგლებში იგი უკვე ეწვია თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას და მონაწილეობა მიიღო აშშ-ის პირველი ლედის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში. საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა აშშ-ში მოგზაურობისას წმინდა გიორგის ხატი აჩუქა. ამის შესახებ ქართული მედია წერს. ბაგრატიონმა იგი ვაშინგტონის თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას შესწირა. > "ჩემი სურვილი იყო ტაძარში გადამეტანა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა. მინდა ყველა ქართველს, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში, გამარჯვება და წინსვლა ვუსურვო" ღმერთმა დაგლოცოს" - საქართველოს პირველი ლედი გარდა ამისა, ტაძარში სტუმრობისას მრევლს ესაუბრა. > „ვაშინგტონში ვესტუმრე თამარ მეფის სახელობის ეკლესიას, სადაც მამა პაველმა ჩვენი პატრიარქის პანაშვიდი გამართა. შევხვდი მრევლს - მონატრებულ ქართველებს სამშობლოს მოყვარულებს“ – თამარ ბაგრატიონი შეგახსენებთ, რომ თამარ ბაგრატიონი შეერთებულ შტატებში ამ ქვეყნის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ჩავიდა. მან უკვე მიიღო მონაწილეობა კონფერენციაში „ავაშენოთ მომავალი ერთად“, რომელსაც 45 ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის მეუღლეები ესწრებოდნენ. კონფერენციის მომდევნო დღეს კონფერენციის მონაწილე პირველი ქალბატონები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდებიან.
• მაგალითი იმისა, თუ როგორ სჯის სისტემა განსხვავებული აზრის - Amnesty International ელენა ხოშტარიას განაჩენზე • ზახაროვამ კიდევ ერთხელ გამოხატა რუსეთის სურვილი საქართველოსთან დაახლოებისკენ • დონეცკის დე ფაქტო სასამართლომ ქართველ მებრძოლს დაუსწრებლად 14 წელი მიუსაჯა • სამაგისტრო პროგრამა ფსიქოლოგიაში შენარჩუნდება ორწლიანი ფორმატით • ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი: საქართველომ უნდა უზრუნველყოს ECHR გადაწყვეტილებების შესრულება 77 საქმეზე • შვედეთის ელჩი - ოპოზიციის ლიდერის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც აჩენს კითხვებს. •