საქართველოს ეკონომიკის მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. „საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს და ინდუსტრიის ტენდენციებს, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, საინვესტიციო კლიმატს და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა გრძელდება - 2025 წელს ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 7,5%, ხოლო 2026 წლის იანვარში 7,9%. მინისტრმა ასევე ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდას. მარიამ ქვრივიშვილი კომპანია Eagle Hills-ის ყველაზე დიდ ინვესტიციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისსა და აჭარაში განხორციელებული პროექტები გაზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. მინისტრის თქმით, საქართველოს განვითარების რეფორმის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები ორიენტირებულია მაკროეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაზე, ეროვნული დანაზოგების გაზრდასა და პროდუქტიულობის გაზრდაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარატოვი და ბათუმი პირდაპირი რეისით დაუკავშირდებიანსაქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდებამთავრობამ გადაწყვიტა 2028-2029 სასწავლო წელს გააორმაგოს სტუდენტთა მიღების კვოტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში.რასა იუკნევიჩიენე: ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტპატიმრების ადგილი არ არისრუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მაისში იგეგმება - მერის მოადგილენინო წილოსანი – ელენე ხოშტარიას რომ ეფიქრა საკუთარ შვილებზე, ქვეყანაში რევოლუციას არ მოაწყობდა – ის კრიმინალია, არა გმირი, არც პოლიტპატიმარი.

ENDEKA