საქართველო მასპინძლობს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტის MILLENIUM ყოველწლიურ კონფერენციას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ორგანიზებით, 25–26 მარტს საქართველო მასპინძლობს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტის MILLENIUM ყოველწლიურ კონფერენციას. ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა გახსნა, რომელმაც კონფერენციაზე მოწვეულ 25 ქვეყნის თითქმის 60 დელეგატს სიტყვით მიმართა. შსს-ს ცნობით, რონი მესხმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ინტერპოლის გრძელვადიან, სამაგალითო პარტნიორობას. ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტის MILLENIUM ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება 60-მდე დელეგატი როგორც სამდივნოდან, ასევე ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-ს, ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელგიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, პოლონეთის, ისრაელის, იტალიის, სომხეთის, ყაზახეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ორი დღის განმავლობაში დელეგატებმა განიხილეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტი MILLENIUM მიმართულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
• მთავრობამ გადაწყვიტა 2028-2029 სასწავლო წელს გააორმაგოს სტუდენტთა მიღების კვოტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. • ზურაბ ჯაფარიძე - სხდომა დაიხურა, რომ ხალხს არ გაეგო, რა სიგიჟეზე იყო საუბარი - პროკურორი არის ადამიანი, რომელიც მეუბნება: ჩემზე სანქციისთვის ციხეში უნდა გამოგიყვანო. • ბრიტანეთის ხაზინა: „სანქციების [ქართული კომპანიების მიერ] დარღვევა გამოიწვევს შესაბამის ქმედებებს“ • საქართველოში შიდა ტურისტების რაოდენობა შემცირდა • ხელისუფლების წარმომადგენლები სიონის საპატრიარქო ტაძარში მივიდნენ • სამაგისტრო პროგრამა ფსიქოლოგიაში შენარჩუნდება ორწლიანი ფორმატით •