ოზურგეთში მომხდარ მკვლელობას რაიმე კავშირი აქვს კომპიუტერულ თამაშთან?

ოზურგეთში მომხდარ მკვლელობას რაიმე კავშირი აქვს კომპიუტერულ თამაშთან?

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდამ ინტერნეტში მიღებული დავალების შედეგად მეზობელი პირებიანი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და თავიც დააზიანა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა. სოფლის მცხოვრებლების თქმით, სამართალდამცველებმა კომპიუტერული მოწყობილობა ამოიღეს. დაკავებულის მამა ადასტურებს, რომ მისი შვილი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა, თუმცა არ იცის რომელი. „არ ვიცი რას აკეთებდა, 24 საათი კომპიუტერთან იჯდა. დილის 4 საათზე დავწექი და სულ კომპიუტერთან ვიჯექი. ჩვენი მეზობელი რომ მოკლა, გაიქცა და ტყეში მიიმალა. პოლიცია და სასწრაფო მოვიდა. ეძებდნენ და ტყეში ნახეს, ძარღვები ჰქონდა გადაჭრილი. კომპიუტერი და ტელეფონი წაიღეს გამოკვლევისთვის. სახლი გაჩხრიკეს, ეზოში სისხლიანი ტანსაცმელი ეყარა“, - განუცხადა „ტვ პირველს“ დაკავებულის მამამ. ოზურგეთში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაუყოვნებლად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ სახლში, ურთიერთშელაპარაკების გამო, მეზობელი, 1968 წელს დაბადებული გ.მ., პირები იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გ.მ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ჩ. დაუყოვნებლად დააკავეს ბრალდებულის სახით. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულებრივი იარაღი, დანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტები გაორმაგდება.საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას სიონის საკათედრო ტაძარში პატივი მიაგეს.საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნებასაპროტესტო აქცია ივანიშვილის რეზიდენციაში: მეწარმეები ითხოვენ „დაუშვან მუშაობა“მთავრობამ გადაწყვიტა 2028-2029 სასწავლო წელს გააორმაგოს სტუდენტთა მიღების კვოტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში.მედია: „დოჟდის“ ჟურნალისტს რუსეთში დაუსწრებლად მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენებისთვის.

ENDEKA