ნორვეგიის ელჩი ელენე ხოშტარიას სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია

ნორვეგიის ელჩი ელენე ხოშტარიას სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია

ელენე ხოშტარიას სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია, - ამის შესახებ ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი სოციალურ ქსელში წერს. "ელენე ხოშტარიას სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია. სასამართლოს გადაწყვეტილება აძლიერებს საქართველოში ოპოზიციის ლიდერების პატიმრობის შემაშფოთებელ მოდელს და ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ", - წერს იგი. ცნობისთვის, სასამართლომ დამნაშავედ ცნო კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი და „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებას 1 წელიწადში დატოვებს.

საქართველოში შიდა ტურისტების რაოდენობა შემცირდაპაპუაშვილი: ილია მეორემ 28 მძიმე წელი მიუძღვნა ავტოკეფალიის აღიარებასკულტურის მინისტრი ხელს მოაწერს კონვენციას „სერიული აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ერთობლივი წარმოების შესახებ“ელენე ხოშტარია: სასაცილოა იმის ფიქრი, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ დამსაჯაუფასო წამალი ძაღლების მეურვეებისთვის თბილისშირუსეთის სასამართლომ „დოჟდის“ ჟურნალისტს დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს ოკუპაციის ფაქტზე

ENDEKA