ნორვეგიის ელჩი ელენა ხოშტარიას სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია

ნორვეგიის ელჩი ელენა ხოშტარიას სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია

ელენა ხოშტარიას სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია, ამის შესახებ ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ელჩი აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილება აძლიერებს საქართველოში ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების პრობლემურ მოდელს. "ელენა ხოშტარიას სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია. სასამართლოს გადაწყვეტილება აძლიერებს საქართველოს პრობლემურ მოდელს ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების შესახებ და ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ", - წერს ელჩი. შეგახსენებთ, რომ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დამნაშავედ ცნო კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თამარ ბაგრატიონმა წმინდა გიორგის ხატი ქართულ ეკლესიას შესწირა. თამარ მეფე ვაშინგტონშიკულტურის მინისტრი ხელს მოაწერს კონვენციას „სერიული აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ერთობლივი წარმოების შესახებ“2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტები გაორმაგდება.თამარ ბაგრატიონმა ისაუბრა ვაშინგტონში გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიაზე.ვოლსკი: ელენე ხოშტარია ციხეშია არა ფლომასტერით გაკეთებული წარწერისთვის, ის ციხეშია რევოლუციის სქემის შემუშავების მცდელობისთვის.კობახიძე: 1917 წლის 25 მარტს ავტოკეფალიის გამოცხადებით ქართველმა ხალხმა აღადგინა ისტორიული სამართლიანობა.

ENDEKA