მთავრობამ გადაწყვიტა 2028 2029 სასწავლო წელს გააორმაგოს სტუდენტთა მიღების კვოტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

მთავრობამ გადაწყვიტა 2028 2029 სასწავლო წელს გააორმაგოს სტუდენტთა მიღების კვოტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტების გაორმაგება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები სწავლას სკოლებში შესაბამისი სასწავლო წლის პარალელურად დაასრულებენ. „ცვლილება გავლენას მოახდენს მაგისტრატურაზეც, რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა გადავიდა 3-წლიან სასწავლო მოდელზე. 2027-2028 სასწავლო წელს 2024 და 2025 წლებში ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობა დაასრულებს საბაკალავრო პროგრამებს. შესაბამისად, გაიზრდება20 სამაგისტრო პროგრამებზე დაშვებული სტუდენტების რაოდენობაც20. სასწავლო წელი. შეგახსენებთ, რომ რეფორმის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობა იცვლება. საშუალო სკოლის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით. მე-12 კლასი არჩევითი იქნება და მსურველებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ მე-12 კლასში. მე-11 კლასელებისთვის სკოლებში მოეწყობა ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც +მოსწავლეებს საშუალებას მისცემს სრულად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. ეს სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც ამჟამად მეცხრე კლასში სწავლობენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველო შეუერთდება ევროპის საბჭოს კონვენციას სერიალების ერთობლივი წარმოების შესახებსაქართველოში შიდა ტურისტების რაოდენობა შემცირდარუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მაისში იგეგმება - მერის მოადგილეკულტურის მინისტრი ხელს მოაწერს კონვენციას „სერიული აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ერთობლივი წარმოების შესახებ“მაგალითი იმისა, თუ როგორ სჯის სისტემა განსხვავებული აზრის - Amnesty International ელენა ხოშტარიას განაჩენზეთბილისში უკრაინული სამეწარმეო პროდუქციის გამოფენა გაიმართება

ENDEKA