მარია ზახაროვა როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან აქვს ბუნებრივი ხასიათ...
ვფიქრობ, როცა თბილისში გაიგეს დასავლეთის ჭეშმარიტი მიზნები თავიანთ ქვეყანასთან, გაიგეს, რომ საქართველოს კეთილდღეობის წინაპირობა რუსეთთან დაპირისპირება კი არა, თანამშრომლობაა, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობებზე და განაცხადა, რომ თუ თბილისი ამისთვის მზად იქნება, მოსკოვში შინაარსობრივ საუბარს არ მოერიდებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დასძინა, რომ როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით. გარდა ამისა, ზახაროვას თქმით, „რუსეთთან ურთიერთობა საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია“. მისი შეფასებით, საქართველოსთან ურთიერთობას ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად დაწესებული, რადგან რუსეთი „არ იყენებს დასავლურ პრაქტიკას“. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ისტორიული კავშირები გვაქვს. ამის გათვალისწინებით, გარკვეულ საკითხებზე პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ჩვენ ხელს ვუწყობთ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით. ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან აქვს ბუნებრივი ხასიათი და არა ვიღაცის მიერ ხელოვნურად დაწესებული. ჩვენ არ ვიყენებთ დასავლურ პრაქტიკას… რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, შემიძლია გავიმეორო, რომ თუ და როცა მზად იქნებიან ამისთვის თბილისში, მოსკოვი არ გაურბის შინაარსობრივ საუბარს. რუსეთთან დიალოგზე უარის თქმის ხაზი, ისევე როგორც 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები, კრიმინალური და უგუნური სააკაშვილის რეჟიმის მემკვიდრეობის ნაწილია. საქართველოსთვის, ალბათ, რთულია ასეთი მიდგომის რაციონალურად ახსნა. ვფიქრობ, როცა თბილისში გაიგეს დასავლეთის ჭეშმარიტი მიზნები თავიანთ ქვეყანასთან, გაიგეს, რომ საქართველოს კეთილდღეობის წინაპირობა რუსეთთან დაპირისპირება კი არა, თანამშრომლობაა“, - უპასუხა მარია ზახაროვამ ნიკოლოზ მჟავანაძეს 25 მარტს გამართულ ბრიფინგზე.
• ჯვრის მონასტრის დიდ საკათედრო ტაძარზე რესტავრატორებმა სამუშაოები დაიწყეს • ნორვეგიის ელჩი: ელენა ხოშტარიას სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია • საქართველო მასპინძლობს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტის MILLENIUM ყოველწლიურ კონფერენციას • დილიდან მოქალაქეები სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქის საფლავთან მიდიან • ანასტასია გუბანოვა ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა • მაგალითი იმისა, თუ როგორ სჯის სისტემა განსხვავებული აზრის - Amnesty International ელენა ხოშტარიას განაჩენზე •