კულტურის მინისტრი ხელს მოაწერს კონვენციას სერიული აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ერთობლივი წარმოების შესახებ
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ქალაქ ლილში ხელს მოაწერს ევროპის საბჭოს კონვენციას „სერიული აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ერთობლივი წარმოების შესახებ“. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ პროდიუსერებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო მაღალბიუჯეტიან პროექტებში მონაწილეობის, ევროპულ პლატფორმებთან და ტელეარხებთან თანამშრომლობისთვის. „ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ შემოქმედებით სივრცეში და ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიოში“, - ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
• „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმების ფონზე 2028-29 წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღება გაორმაგდება • საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება • რუსეთის სასამართლომ „დოჟდის“ ჟურნალისტს დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს ოკუპაციის ფაქტზე • სააკაშვილი: ეკლესიის დარბევის მაფიის ოპერაცია სრულდება • EPP-ის სამი წევრი ითხოვს გამოძიებას საქართველოში საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს „კამიტის“ შესაძლო გამოყენების შესახებ • სახალხო დამცველმა გლდანის ციხეში პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე მოინახულა. •