ჰაერის დაბინძურების მხრივ საქართველო 134 ქვეყანას შორის 62 ე ადგილზეა

ჰაერის დაბინძურების მხრივ საქართველო 134 ქვეყანას შორის 62 ე ადგილზეა

IQAir-ის ბოლო გლობალური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ქალაქების მხოლოდ 14% აკმაყოფილებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ჰაერის ხარისხის სტანდარტებს (PM2.5). ეკოლოგიურად სუფთა ქვეყნების სიაში შედის ევროპის კონტინენტის მხოლოდ 3 ქვეყანა: ისლანდია ანდორა ესტონეთი დარჩენილი 10 ადგილი ძირითადად კუნძულის ტერიტორიებს (პუერტო რიკო, ბარბადოსი, ბერმუდა და სხვ.) და ავსტრალიას უკავია. ყველაზე დაბინძურებული ჰაერი პაკისტანში, ბანგლადეშსა და ტაჯიკეთშია, ინდოეთის ქალაქი ლონი კი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად დასახელდა. ჰაერის დაბინძურების მხრივ საქართველო 134 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზეა. რეიტინგი (PM2.5 მაჩვენებელი): დაბინძურების საშუალო წლიური დონე ჩვენს ქვეყანაში არის 16.4 მკგ/მ³ (მიკროგრამი კუბურ მეტრზე). რას ნიშნავს ეს რიცხვი? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) უსაფრთხო ლიმიტი არის მაქსიმუმ 5 მკგ/მ³. შესაბამისად, საქართველოში ჰაერის დაბინძურების საშუალო დონე დასაშვებ ზღვარს 3-ჯერ აღემატება. რისკის კატეგორია: ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო ე.წ. „ნარინჯისფერ ზონაში“ შედის, რაც ნიშნავს, რომ ჰაერი საშიშია მოსახლეობის მგრძნობიარე ჯგუფებისთვის (ბავშვები, მოხუცები და რესპირატორული დაავადებებით დაავადებული ადამიანები). (ნაციონალური სტატისტიკის მიხედვით თბილისი და რუსთავი ზოგადად ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორისაა.)

აჭარაში ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავესვოლსკი: ელენე ხოშტარია ციხეშია არა ფლომასტერით გაკეთებული წარწერისთვის, ის ციხეშია რევოლუციის სქემის შემუშავების მცდელობისთვის.იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დასავლეთ საქართველოში ექვსი პირი დააკავესსამხრეთ კავკასია: საჭიროა სტრატეგიული ავტონომიაგიორგი ვაშაძე: ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია ჩემი სახელი, გვარი და სტატია, მეტი არაფერიტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აჭარაში უფასო სკრინინგი მიმდინარეობს

ENDEKA