გურამ მაჭარაშვილი ელენე ხოშტარია არ არის პოლიტიკური ოპონენტი, ის ჩვეულებრივი ხულიგანია

გურამ მაჭარაშვილი ელენე ხოშტარია არ არის პოლიტიკური ოპონენტი, ის ჩვეულებრივი ხულიგანია

ელენე ხოშტარია არ არის პოლიტიკური ოპონენტი, ის ჩვეულებრივი „ხულიგანია“ - ალბათ, პატრონების დაკვეთით უნდოდა ციხეში ჩასმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო ხელისუფლების წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, „ხოშტარია ციხეში საკუთარი ნებით წავიდა“. „საბედნიეროდ, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე კარგად ხედავს ყველაფერს - ვინ არის გმირი, ვინ არის ანტიგმირი, ვის უნდა საქართველოსთვის სიკეთე და ვისაც ბოროტება. ნებაყოფლობითი თავისუფლება ალბათ უცხოეთიდან იყო ნაკარნახევი, უთხრეს, წასულიყო ციხეში და პოლიტპატიმარს წარმოაჩენდნენ, რაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა. ყველამ იცის, ვინ ვინ არის და რომ ხოშტარია არ არის ციხეში პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციების გამო. მან თავად აღიარა, რომ ჰქონდა პიროტექნიკა, ბენზინი, ბოთლები, ყველაფერი, რაც სჭირდებოდა პოლიციის დასაწვავად და თავდასხმის განსახორციელებლად. თავადაც აღიარეს, მტკიცებულებების მოძიება არც არის საჭირო. ვინც დღეს იხდის სასჯელს, ის სწორედ სამართლებრივი ქმედებების საფუძველზე იხდის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, სასამართლომ დამნაშავედ ცნო კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი და „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებას 1 წელიწადში დატოვებს.

ნორვეგიის ელჩი - ელენე ხოშტარიას სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელიაირაკლი ქადაგიშვილი - დაიწყო სპეკულაცია, რომ ელენე ხოშტარია პოლიტპატიმარია, ოთხი შვილის დედა - მისმა ოთხმა შვილმა დედას პასუხი უნდა სთხოვოს.თამარ ბაგრატიონმა წმინდა გიორგის ხატი ქართულ ეკლესიას შესწირა. თამარ მეფე ვაშინგტონშისამხრეთ კავკასია: საჭიროა სტრატეგიული ავტონომიათამარ ბაგრატიონმა ისაუბრა ვაშინგტონში გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიაზე.საქართველო მასპინძლობს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტის MILLENIUM ყოველწლიურ კონფერენციას

ENDEKA