გიორგი ვაშაძე ე.წ საბოტაჟის საქმეზე ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და სტატია, მეტი არაფერი დიდ აბსურდთან გვაქვს...
ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც ჩემი სახელი, გვარი და სტატიაა მითითებული, მეტი არაფერი - დიდ აბსურდთან გვაქვს საქმე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, - განუცხადა ჟურნალისტებს სტრატეგიის აღმშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, ე.წ საბოტაჟის საქმეზე სასამართლო სხდომები დიდი ალბათობით დახურულ სხდომაზე გაიმართება, რადგან „თუ გახსნიან, საზოგადოება დაინახავს, რომ საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან და არა იურიდიულ პროცესთან“. „მოსამართლემ არ დააკმაყოფილა სხდომის გახსნის შუამდგომლობა, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რადგან ამ საქმეს არავითარი შინაარსი არ აქვს, უბრალოდ უნდა შევიწროვონ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან საქართველოს განვითარებისთვის, ძლიერი ქვეყნისთვის, ერის კონსოლიდაციისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ამ ქვეყანაში კარგი ცხოვრებისთვის. გუშინ ვნახეთ, რომ 4 შვილის დედას, ელენე ხოშტარიას ტყუილად 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, ამიტომ არ გვიკვირს რა ხდება ამ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ამ ქვეყანაში არის რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებსაც არ უნდათ, რომ ჩვენი განვითარების ნორმალური გზა გავაგრძელოთ, არ უნდათ, რომ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში პერსპექტივა გვქონდეს, ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილია კონსოლიდაცია, ერთად დგომა, რათა საქართველო დაბრუნდეს განვითარების გზაზე, ვიყოთ ლიდერები რეგიონში, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით და რაც მთავარია. - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ე.წ. უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძე და ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძე ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ეს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელენე ხოშტარიას ბრალად ედება 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 319-ე და 321¹ 1-ლი პუნქტები, რაც ეხება დივერსიას, დანაშაულისთვის მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას და უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 318-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებათ, რაც დივერსიას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს ბრალი 317-ე მუხლით ედება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შესაცვლელად ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდებას ეხება. გიორგი ვაშაძესა და ზურაბ „გირჩის“ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 30 000 ლარით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი აქვს შეფარდებული.
• საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდება • ფოთის პორტი აფართოებს სიმძლავრეს, რადგან ღრმაწყლოვანი ტერმინალის პროექტი შეფერხებულია • გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობა შესაძლოა „კომპიუტერული თამაშის საშუალებით მიღებულ დავალებას“ უკავშირდებოდეს. • აჭარაში „წითელი ცირკულარით“ ძებნილი ორი პირი დააკავეს • გაეროს სპეციალური მომხსენებელი - მესმის შემაშფოთებელი ამბები, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეუთოს მისიასთან თანამშრომლობისთვის დაიბარა - უფლებადამცველები არ უნდა დაექვემდებარონ დაშინებას. • ზახაროვა: რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების მომხრეა •