გიორგი ვაშაძე ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია ჩემი სახელი, გვარი და სტატია, მეტი არაფერი

გიორგი ვაშაძე ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია ჩემი სახელი, გვარი და სტატია, მეტი არაფერი

ჩემს შემთხვევაში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც ჩემი სახელი, გვარი და სტატიაა მითითებული, მეტი არაფერი - დიდ აბსურდთან გვაქვს საქმე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს აღმაშენებლის სტრატეგიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, სასამართლო სხდომები ე.წ. საბოტაჟის საქმე სავარაუდოდ დახურულ კარს მიღმა წარიმართება, რადგან „თუ გახსნიან, საზოგადოება დაინახავს, რომ საქმე გვაქვს უამრავ აბსურდთან და არა იურიდიულ პროცესთან“. „მოსამართლემ არ დააკმაყოფილა სხდომის გახსნის მოთხოვნა. ეს სრულიად მოსალოდნელი იყო, რადგან ამ საქმეს არანაირი არსება არ აქვს. უბრალოდ უნდა აწამონ და სასამართლო სხდომაზე გამოიყვანონ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან საქართველოს განვითარებისთვის, ძლიერი ქვეყნისთვის, ერის კონსოლიდაციისთვის, ევროკავშირში წევრობისთვის, ამ ქვეყანაში კარგი ცხოვრებისთვის. გუშინ ვნახეთ, რომ 4 შვილის დედას, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ამიტომ არაფერი არ გვიკვირს, რაც ხდება ამ ქვეყანაში. „კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ამ ქვეყანაში არის რამდენიმე ათეული ადამიანი, ვისაც არ უნდა, რომ გავაგრძელოთ განვითარების ნორმალური გზა, არ უნდათ, რომ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში პერსპექტივა ჰქონდეთ, ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილია კონსოლიდაცია, ერთიანობა, რათა საქართველო დაბრუნდეს განვითარების გზაზე, ვიყოთ რეგიონის ლიდერები, ვიამაყოთ თავისი ქვეყნით და რაც მთავარია, დაძლიოთ ეს მძიმე კრიზისი. ცნობისთვის, ე.წ. დივერსიის საქმის მიხედვით, გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენა ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.

თამარ ბაგრატიონმა წმინდა გიორგის ხატი ქართულ ეკლესიას შესწირა. თამარ მეფე ვაშინგტონშიზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არის კიდევ ერთი საშინელი თავდასხმა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოშირასა იუკნევიჩიენე: ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტპატიმრების ადგილი არ არისკობახიძე: 1917 წლის 25 მარტს ავტოკეფალიის გამოცხადებით ქართველმა ხალხმა აღადგინა ისტორიული სამართლიანობა.ელისაშვილი პოლიტპატიმართა სიაში არ შეყვანისა და შეწყალებისკენ მოუწოდებს„ქართული ოცნების“ განათლების რეფორმების ფონზე 2028-29 წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღება გაორმაგდება

ENDEKA