გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის ერთ ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობა შესაძლოა კომპიუტერული თამაშის საშუალებით მიღებულ დავალებას უკავშირდებოდეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები იკვეთება. გავრცელებული ინფორმაციით, ინტერნეტში მიღებული ბრძანების შედეგად 23 წლის მამაკაცმა მეზობელს დანით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ასევე თვითდაზიანებები მიიღო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა. სოფლის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. დაკავებულის მამა ადასტურებს, რომ მისი შვილი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა, თუმცა არ იცის, რა სახის თამაშები იყო. „არ ვიცი რას აკეთებდა, 24 საათი კომპიუტერის წინ იჯდა. ღამის 04:00 საათზე იწვა და სულ კომპიუტერის წინ იჯდა. ჩვენი მეზობელი რომ მოკლა, გაიქცა და ტყეში მიიმალა. პოლიცია და სასწრაფო მოვიდა, ტყეში ეძებეს და იპოვეს, კომპიუტერი გამოუჭრეს, ვენები გამოუჭრეს. სახლი გაჩხრიკეს, ეზოში სისხლიანი ტანსაცმელი ეყარა. ძებნა გრძელდება“, - განუცხადა „ტვ პირველს“ დაკავებულის მამამ. ცნობისთვის, ოზურგეთში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ სახლში მცხოვრები მეზობელი შელაპარაკების დროს ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
• სამხრეთ კავკასია: საჭიროა სტრატეგიული ავტონომია • სამაგისტრო პროგრამა ფსიქოლოგიაში შენარჩუნდება ორწლიანი ფორმატით • საქართველო შეუერთდება ევროპის საბჭოს კონვენციას სერიალების ერთობლივი წარმოების შესახებ • ნორვეგიის ელჩი - ელენე ხოშტარიას სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია • ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი: საქართველომ უნდა უზრუნველყოს ECHR გადაწყვეტილებების შესრულება 77 საქმეზე • პაპუაშვილი: ილია მეორემ 28 მძიმე წელი მიუძღვნა ავტოკეფალიის აღიარებას •