გაერო შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი ეუთოსთან კონტაქტის გამო დაიკითხა.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მერი ლოულორმა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის გარშემო შექმნილ საგანგაშო ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიასთან თანამშრომლობის გამო დაიბარეს და დაკითხეს. „შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაიბარა და დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიასთან თანამშრომლობის თაობაზე. უფლებადამცველები არ უნდა დააშინონ და არ დევნონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობის გამო. - წერდა ლოულორი. თავად ნანუაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში მოწმის სახით იყო ჩართული - მიზეზი მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაცია გახდა.
• გაეროს სპეციალური მომხსენებელი - მესმის შემაშფოთებელი ამბები, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეუთოს მისიასთან თანამშრომლობისთვის დაიბარა - უფლებადამცველები არ უნდა დაექვემდებარონ დაშინებას. • ვაშაძე: უსამართლობა საზოგადოების ყველა კუთხეშია • მარია ზახაროვა - როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით - ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან აქვს ბუნებრივი ხასიათი, არა ხელოვნურად დაწესებული, ჩვენ არ ვიყენებთ დასავლურ პრაქტიკას. • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მაისში იგეგმება - მერის მოადგილე • ზახაროვა: რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების მომხრეა • შვედეთის ელჩი: ელენა ხოშტარიას განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია •