ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა 8 ზე.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა 8 ზე.

მარეგულირებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა უკვე იქონია გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე, ძირითადად ნავთობის ფასების ზრდის გამო. თუმცა, ამ დროისთვის განაკვეთის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. მარეგულირებლის თქმით, საწვავის ხარჯების ზრდამ ნაწილობრივ უკვე იმოქმედა ქართულ ბაზარზე, რაც მარტში ინფლაციაზე აისახება. ამრიგად, მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია ცენტრალურ სცენარში მოსალოდნელზე მაღალი იქნება. საშუალოვადიან პერსპექტივაში, ინფლაციის მაჩვენებელი და ტრაექტორია განისაზღვრება გლობალური ინფლაციური პროცესების სიმძიმითა და ხანგრძლივობით, რომლებიც რჩება მაღალი გაურკვევლობის ქვეშ. მაკროეკონომიკური ანალიზის შედეგად და არსებული რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დატოვება 8%. მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ეროვნული ბანკი აგრძელებს აქტიურ მონიტორინგს მიმდინარე მოვლენებსა და ადგილობრივ ბაზარზე მათი გავლენის ხარისხზე. იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური სიტუაციით გამოწვეული ინფლაციის შოკები გახანგრძლივდება ან/და მათი მასშტაბები გაზრდის ინფლაციის ეგრეთ წოდებულ „მეორე რაუნდის“ რისკს, კომიტეტი მზადაა შეინარჩუნოს არსებული მკაცრი პოზიცია უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო გამკაცრდეს. - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 6 მაისს არის დაგეგმილი.

ოზურგეთში მომხდარ მკვლელობას რაიმე კავშირი აქვს კომპიუტერულ თამაშთან?გაერო შეშფოთებულია: საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი ეუთოსთან კონტაქტის გამო დაიკითხა.ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდაანასტასია გუბანოვა ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდაკობახიძე: პატრიარქის არჩევის პროცესში ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოსეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში საქართველოს თავმჯდომარეობის გადაცემის ცერემონია გაიმართა

ENDEKA