ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დაიწყო სამუშაო ვიზიტი საქართველოში სსფ-ის წესდების მე-4 მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს მისიის წევრები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას შეხვდნენ. მან მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით, გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მაკროეკონომიკური პროგნოზები და ფინანსური სტაბილურობა. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას. აღინიშნა, რომ საქართველო არსებული გამოწვევების წინაშე დგას ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე. ამასთან, ამ პროცესების მასშტაბი, ინტენსივობა და ხანგრძლივობა ქართულ ეკონომიკაზე დიდწილად დამოკიდებულია შემდგომ განვითარებაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიზანია საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მიმოხილვა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
• პაპუაშვილი: ილია მეორემ 28 მძიმე წელი მიუძღვნა ავტოკეფალიის აღიარებას • ირანი უარს ამბობს მოლაპარაკებების შესახებ აშშ-ს წინადადებაზე • ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აჭარაში უფასო სკრინინგი მიმდინარეობს • ჯვრის მონასტრის დიდ საკათედრო ტაძარზე რესტავრატორებმა სამუშაოები დაიწყეს • „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმების ფონზე 2028-29 წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღება გაორმაგდება • მაგალითი იმისა, თუ როგორ სჯის სისტემა განსხვავებული აზრის - Amnesty International ელენა ხოშტარიას განაჩენზე •