დილიდან მოქალაქეები სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მიდიან.
დილიდან მრევლი სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მიდიან მის ხსოვნას. დღესვე, ილია II-ის გარდაცვალების მეცხრე დღეს და ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, საპატრიარქო ტახტის წინამძღვარი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს და პანაშვიდს აღავლენს. წირვა სიონის საკათედრო ტაძარში 14:00 საათზე დაიწყება. "დღეს ილია მეორის გარდაცვალებიდან ცხრა დღე გავიდა. მოგეხსენებათ, მეცხრე დღე, ისევე როგორც მეორმოცე, განსაკუთრებულია. დღეს ასევე არის ავტოკეფალიის აღდგენის დღე, რომელსაც ილია მეორე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ყოველწლიურად აქ აღავლენდა პარაკლისს. დღეს აქ აღესრულება წირვა ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით, შემდეგ კი არა მეორის ხსოვნას". სამების საკათედრო ტაძარი, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტს სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც ათასობით მოქალაქემ პატრიარქს პატივი მიაგო. პატრიარქი ილია მეორე 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
• რატომ ავალდებულებს აშშ საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მისაღებად 15 ათასი დოლარის დეპოზიტის გადახდას? • თბილისში უკრაინული სამეწარმეო პროდუქციის გამოფენა გაიმართება • ხვიჩა კვარაცხელიას ჯილდო „საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენი“ გადაეცა. • სამაგისტრო პროგრამა ფსიქოლოგიაში შენარჩუნდება ორწლიანი ფორმატით • პაპუაშვილი: ილია მეორემ 28 მძიმე წელი მიუძღვნა ავტოკეფალიის აღიარებას • მაგალითი იმისა, თუ როგორ სჯის სისტემა განსხვავებული აზრის - Amnesty International ელენა ხოშტარიას განაჩენზე •