ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესი წარმოუდგენელი, შეთითხნილი ბრალდებებით არის ბრძოლა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ სხდომის დახურვა...
სასამართლო პროცესის დახურვა იმის მანიშნებელია, რომ პროცესის ორგანიზატორებს არ სურთ საზოგადოებამ გაიგოს, რა დგას სასამართლო პროცესის უკან, - ამის შესახებ ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. დივერსიის საქმეზე სასამართლო სხდომების დახურვასთან დაკავშირებით განაცხადა. „რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ვმონაწილეობთ, პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესი სრულიად წარმოუდგენელი, შეთითხნილი ბრალდებებით, არის პირდაპირი ბრძოლა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ვერ წარმომიდგენია იმაზე დიდი ზიანი, ვიდრე დღეს ღებულობს ჩვენი სახელმწიფო ასეთი შეთითხნილი პროცესის გამო. პროცესი გრძელდება წარმოუდგენელი სიყალბით. სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ განცხადება პროკურატურისგან. სამწუხაროა, რომ ის ხალხი, ვინც ამ პროცესს გეგმავს, პირდაპირ ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოს. რაც შეეხება პროცესის დახურვას, ეს იმის მანიშნებელია, რომ პროცესის ორგანიზატორებს არ სურთ საზოგადოებამ გაიგოს, რა სიყალბე დგას ამ პროცესის უკან“, - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ე.წ. კერძოდ, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ „გირჩის“ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 319-ე მუხლით ედებათ, რაც ეხება დივერსიას და უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ეს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელენე ხოშტარიას ბრალად ედება 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 319-ე და 321¹ 1-ლი პუნქტები, რაც ეხება დივერსიას, დანაშაულისთვის მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას და უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 318-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებათ, რაც დივერსიას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს ბრალი 317-ე მუხლით ედება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შესაცვლელად ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდებას ეხება. გიორგი ვაშაძესა და ზურაბ „გირჩის“ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 30 000 ლარით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი აქვს შეფარდებული.
• საქართველო მასპინძლობს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტის MILLENIUM ყოველწლიურ კონფერენციას • კობახიძე: 1917 წლის 25 მარტს ავტოკეფალიის გამოცხადებით ქართველმა ხალხმა აღადგინა ისტორიული სამართლიანობა. • რუსეთმა „დოჟდის“ ჟურნალისტს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა იმის გამო, რომ „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“. • ხიდაშელი: აფიშაზე წერისთვის ციხეში არავინ მიდის, თუ გიჟურ დიქტატურაში არ ცხოვრობ! • ევროპარლამენტარი ხოშტარიას განაჩენზე: ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში არ უნდა იყოს პოლიტპატიმრები • ჰაერის დაბინძურების მხრივ საქართველო 134 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზეა •