აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი ორი პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში „წითელი ცირკულარით“ ძებნილი ორი პირი დააკავეს. დეპარტამენტის ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები ეძებდნენ უ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით და უ.ჰ. – სახლის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით; ორივეს ინტერპოლი „წითელი ცირკულარით“ ეძებდა. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში ძებნილი პირები სხვადასხვა დროს დააკავეს. „ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
• უფასო წამალი ძაღლების მეურვეებისთვის თბილისში • თამარ ბაგრატიონმა წმინდა გიორგის ხატი ქართულ ეკლესიას შესწირა. თამარ მეფე ვაშინგტონში • სამხრეთ კავკასია: საჭიროა სტრატეგიული ავტონომია • კულტურის მინისტრი ხელს მოაწერს კონვენციას „სერიული აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ერთობლივი წარმოების შესახებ“ • რატომ ავალდებულებს აშშ საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მისაღებად 15 ათასი დოლარის დეპოზიტის გადახდას? • 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტები გაორმაგდება. •