ზურაბიშვილი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არის კიდევ ერთი საშინელი თავდასხმა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოში

ზურაბიშვილი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არის კიდევ ერთი საშინელი თავდასხმა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოში

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლო განაჩენი „საშინელი თავდასხმა“ უწოდა საქართველოში დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე. როგორც ზურაბიშვილი პლატფორმ X-ზე წერს, ასე ესმის რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება. „პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში: პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც 6 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ახლა 18 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მხოლოდ ბანერზე წარწერისთვის. ასე ესმის რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება. ეს განაჩენი არის კიდევ ერთი შემაძრწუნებელი თავდასხმა საქართველოში დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ვაშაძე: უსამართლობა საზოგადოების ყველა კუთხეშიაოპოზიციონერს „ქართული ოცნების“ ბანერის გაფუჭებისთვის მიუსაჯესMoorepay: სახელმწიფო პენსია საქართველოში ფარავს საჭირო მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-სსაქართველომ ახალი პატრიარქი ორ თვეში უნდა აირჩიოსზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი კიდევ ერთი საშინელი თავდასხმაა დემოკრატიაზეშალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის ჩვენ განვიხილავთ, როგორც მეორეხარისხოვანი ბანანის რესპუბლიკას - ჩვენ არ ვაპირებთ ამ ორგანიზაციის დატოვებას; პირიქით, უნდა ვაიძულოთ, რომ პატივი სცეს ჩვენს სუვერენიტეტს

ENDEKA