ვაშაძე უსამართლობა საზოგადოების ყველა კუთხეშია
ოთხი შვილის დედა წელიწადნახევრით გაატარეს ციხეში. ეს უსამართლობა მხოლოდ ელენეს არ შეეხო - ის დღეს საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს - ასე გამოეხმაურა პარტია სტრატეგია-აღმაშენებლის ლიდერი, ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ვაშაძის თქმით, „ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და ერთიანობაა“. „ოთხი შვილის დედა წელიწადნახევრით ციხეში ჩასვეს, ეს უსამართლობა მხოლოდ ელენას არ შეეხო - დღეს საზოგადოების ყველა ფენაში იჩენს თავს: ზოგი დააკავეს, ზოგი დააჯარიმეს, ზოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ზოგიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. ამ უსამართლობის წინააღმდეგ ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და ერთობლივი წინააღმდეგობაა. სწორედ ეს გზა გამოიყვანს საქართველოს ამ მძიმე კრიზისიდან. რამდენიმე ათეული ადამიანი, ვინც ამ უსამართლობის წყაროა, ვერ გაუძლებს ერთიან ქართველ ხალხს. ეს ბრძოლა აუცილებლად ჭეშმარიტების გამარჯვებით დასრულდება. ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ელენას მიმართ!” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
• რასა იუკნიავიჩინა ელენა ხოშტარიას განაჩენის შესახებ • ილია II: 1933-2026 - მოქალაქეთა ნაკადი სიონში • გიგა ლემონჯავა: პატიმრებით ვაჭრობა არ იქნება! • ლორდთა პალატის წევრმა ფოლკესმა მოუწოდა "დროას!" ლიდერის გათავისუფლებას. • პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის ჰელსინკის კომისია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა • ნავთობის მსოფლიო ბაზრის ზეწოლის ფონზე საქართველოს მასშტაბით საწვავის ფასები იზრდება •