თბილისში დედისა და ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისში მკვლელობა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა, ოჯახური შელაპარაკების შედეგად, ცივი იარაღით დედასა და ძმას გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე ადგილზე გარდაიცვალა. „შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული დ.რ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღით დედასა და ძმას გულმკერდის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დ.რ. როგორც ბრალდებული. სამართალდამცველებმა დანაშაულის დროს გამოყენებული იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
• 40 დღის განმავლობაში სასულიერო პირები მომღერლების თანხლებით სიონის საკათედრო ტაძარში უწმინდესის სულის მოსახსნელად პანაშვიდს აღავლენენ. • EPP ითხოვს სანქციებს ტელეკომპანია იმედის, POSTV-ისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ „პროპაგანდის“ და „დეზინფორმაციის“ გამო. • Hashbank პარტნიორობს ვიზასთან, რათა გააფართოვოს ციფრული და კრიპტო-მეგობრული სერვისები საქართველოში • აშშ-ს საელჩო: 1992 წლის 24 მარტს შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც საფუძველი ჩაუყარა ათწლეულების პარტნიორობასა და თანამშრომლობას. • შალვა პაპუაშვილი: იმ დღეებში, როცა საქართველო გლოვობდა, ჩვენ შევესწარით ჰელსინკის კომისიის სხდომას - არც ერთი სიტყვა არ მოგვისმენია ბატონი ვილსონის ან კომისიის სხვა წევრებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან ქართველი ხალხის მხარდამჭერები. • პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის ჰელსინკის კომისია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა •