საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები სიონში, სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის საფლავზე მივიდნენ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები სიონში, სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის საფლავზე მივიდნენ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. ტაძარში ქართველი სამღვდელოების წარმომადგენლები ილია მეორის საფლავზე ყოველდღიურად ასრულებენ პანაშვიდს - წირვა პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის ვადაში აღევლინება. მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის პატივის მიცემა შეუძლია ყოველდღე - დილის 8 საათიდან საღამოს 22 საათამდე. შეგახსენებთ, რომ ეპისკოპოსი შიო მუჯირი იმ სამ კანდიდატს შორისაა, რომელთაგან, სავარაუდოდ, წმინდა სინოდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს. ილია მეორემ 9 წლის წინ, სიცოცხლეშივე უფალი შიო დაასახელა. სინოდმა არქიეპისკოპოსი ამ თანამდებობაზე ორი თვით - საქართველოს ეკლესიის ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე დაამტკიცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ილია მეორე 22 მარტს სიონის საპატრიარქოს საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში იმყოფებაკობახიძე: საქართველო მსოფლიოს სთავაზობს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარების სტაბილურ გარემოსMoorepay: სახელმწიფო პენსია საქართველოში ფარავს საჭირო მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-სპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პატრიარქის დაკრძალვაზე: კომისიის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაძარში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა შეუშვან - არ იყო მითითება, ვის უნდა მიეცეს და ვის არ უნდა მიეცეს საშვი„ილია მეორეს უყვარდათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც“ - მამა ათანასევაშაძე: უსამართლობა საზოგადოების ყველა კუთხეშია

ENDEKA