რასა იუკნიავიჩინა ელენა ხოშტარიას განაჩენის შესახებ

რასა იუკნიავიჩინა ელენა ხოშტარიას განაჩენის შესახებ

ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყანაში პოლიტპატიმრების ადგილი არ არის, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას. ელენე ხოშტარიას ცოტა ხნის წინ მიუსაჯეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ევროპარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და პოლიტპატიმრებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მარტში მიღებულ რეზოლუციაში“, - წერს დეპუტატი X სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში ელენე ხოშტარიასა და პოლიტპატიმრების საქმე“. „ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს ელენე ხოშტარიას და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნე იყო სიტყვისა და შეკრების თავისუფლების განხორციელებისთვის ან მშვიდობიანი პროტესტის გამო. ის ასევე გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების და აქტივისტების სისტემატურ სისხლისსამართლებრივ დევნას“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

გია ვოლსკი - როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ბრაზობსთინა ბოკუჩავა - მინდოდა გაერთიანებული მოძრაობის სახელით სამების საკათედრო ტაძარში ყოფილიყო წარმოდგენილი - საპატრიარქო მზად იყო ამისთვის, სამწუხაროდ, ე.წ. სახელმწიფო კომისია იყო წინააღმდეგი.კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი - ჩვენთვის უწმიდესი პატრიარქი ილია ახლა მფარველ ანგელოზად ითვლება - არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ სულიერი მამა, ჩვენ დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღოლიც.EPP ითხოვს სანქციებს ტელეკომპანია იმედის, POSTV-ისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ „პროპაგანდის“ და „დეზინფორმაციის“ გამო.შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და ახლა აჩენს კითხვებს ვინ სად იყო და ვინ არა - ოპოზიციასთან დაკავშირებით ამ ხალხმა ზურგი აქცია ქვეყანას და ეკლესიას და ჩივილი ვინ იყო თუ ვინ იყო, ფარისევლობაა.თბილისში დედისა და ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ENDEKA