პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე კომისიის სხდომაზე პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკლესიაში რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა იყოს
პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიაძემ განმარტა, თუ როგორ დარიგდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიალზე საშვი. მისი თქმით, არ ყოფილა მითითება, ვის უნდა გაეცეს საშვი და ვის არა. „რაც შემიძლია სრული პატიოსნებით და სიმართლე ვთქვა: სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე ბატონმა ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ხალხი აუცილებლად უნდა იყოს ტაძარში და, თუ შესაძლებელია, იმ რაოდენობით, რაც შეიძლება სამების ტაძარში დაიტევს. მიტროპოლიტი შიო მუჯირის პოზიცია იგივე იყო, რადგან პატრიარქის პიროვნება დაკავშირებულია მთელ საზოგადოებასთან, ძალიან შემაწუხა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე საპატრიარქოს ხელმძღვანელობის პოზიცია იყო. არ იყო მითითება, ვის უნდა მიეცეს საშვი და ვის არა. უწმინდესის წინაშე გარკვეული მოვალეობა მქონდა, ძალიან დაკავებული ვიყავი და არ მაინტერესებდა, კონკრეტულად ვინ არიგებდა საშვებს“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიაძემ. შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტს სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც ათასობით მოქალაქემ პატრიარქს პატივი მიაგო. პატრიარქი ილია მეორე 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
• საქართველოში რძის პროდუქტების უკანონო წარმოება გამოვლინდა • რასა იუკნევიჩიენე: ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტპატიმრების ადგილი არ არის • ვაშაძე: უსამართლობა საზოგადოების ყველა კუთხეშია • მათ კვლავ მოითხოვეს სანქციები ქართული ტელეარხების მიმართ • ოპოზიციონერს „ქართული ოცნების“ ბანერის გაფუჭებისთვის მიუსაჯეს • „ილია მეორეს უყვარდათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც“ - მამა ათანასე •