პაპუაშვილი ამ სევდიან დროს საქართველოში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ქართველ ხალხზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე უპასუხა, რომ ჰელსინკის კომისიის სხდომა სწორედ იმ დღეებში გაიმართა, როცა საქართველოში გლოვა იყო. „ჩვენ არ გვსმენია სიტყვა ჯო უილსონისგან და ჰელსინკის კომისიის სხვა წევრებისგან, რომლებსაც თუ ჰკითხავთ, თავს ქართველი ხალხის მხარდამჭერად თვლიან და თითქოს დღე და ღამე საქართველოზე ფიქრობენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. მას დაუსვეს კითხვა: „აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსგან განსხვავებით, ევროპელმა ლიდერებმა ქართველ ხალხს სამძიმარი არ გამოუცხადეს, განცხადებები გაკეთდა მხოლოდ საელჩოს დონეზე, როგორ ხსნით ამას? „ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან არის ფარსი. ეს არის ჩვეულებრივი შეძენილი ლობირება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც საქართველოსთან, არც ქართველ ხალხთან და არც რაიმე გულწრფელ ემოციებთან. ალბათ ვერც კი გაიგეს რა მოხდა საქართველოში, ან გაიგეს, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ. ევროპაშიც ვნახეთ სხვადასხვა მოხსენების წარდგენა და ა.შ. და ამ მწუხარების პერიოდშიც ისევ მოხდა თავდასხმები ქართველ ხალხზე. ეს არის სწორედ ცივილიზაციური უფსკრული, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - რა მიმართულებით მიდის დღეს ევროპული ცივილიზაცია. პოლიტიკური დღის წესრიგი ადამიანურ ღირებულებებზე მაღლა დგას. მადლობა მინდა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც გლოვის დღეებშიც და დაკრძალვის დღესაც იმყოფებოდნენ თბილისის სამების საკათედრო ტაძარში და გამოთქვეს სინანული ამ დანაკლისის გამო. მეორე მხრივ, ჩვენ ვერ ვნახეთ არც ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც, როგორც წესი, ჩქარობს კომენტარს საქართველოს შესახებ. მწუხარების ასეთ მომენტში მათ ვერ იპოვეს სიტყვები და დრო, უფრო სწორად, ვერ იპოვეს ემოციები, რადგან არ ესმით ეს გრძნობები. ჩვენი ემოციები, რომლებიც დაკავშირებულია ეკლესიასთან, პატრიარქთან და იმ ნამდვილ ღირებულებებთან, რომლებზეც დგას საქართველო, განსხვავდება იმ ფსევდოღირებულებებისგან, რომლებსაც ეს პოლიტიკური ლიდერები ემყარება. ამრიგად, ესეც დიდი გაკვეთილი გახდა ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
• საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელი ჩამოვიდა • თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში მელანია ტრამპის მოწვევით მიემგზავრება • ელენა ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი • რასა იუკნევიჩიენე: ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტპატიმრების ადგილი არ არის • სასამართლომ ელენე ხოშტარია დამნაშავედ ცნო საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეში და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. • ირაკლი კობახიძე: თბილად ვულოცავ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ფიტრ ბაირამის და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებისთვის - ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამ ძმურ სოლიდარობას. •