მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან 105 უცხო ქვეყნის მოქალაქე გაიყვანეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან 105 უცხო ქვეყნის მოქალაქე გაიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში განახორციელეს ღონისძიებები, რის შედეგადაც ქვეყნიდან 105 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ. „მიგრაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ყოვლისმომცველი ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გააძევეს შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები: თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, იორდანია, მაროკო, ბანგლადეში, მიანმარი, მოლდოვა, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, ბელორუსია, ეგვიპტე, ლიბანი, ნეპალი, სუდანი და სხვა - სულ 105 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სტატისტიკით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 806 მოქალაქე გააძევეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში - სუვერენიტეტი ერთადერთი მყარი საფუძველია, რომელზეც ევროპის მომავალი უნდა იყოს დაფუძნებულისაქართველომ ახალი პატრიარქი ორ თვეში უნდა აირჩიოსშალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და ახლა აჩენს კითხვებს ვინ სად იყო და ვინ არა - ოპოზიციასთან დაკავშირებით ამ ხალხმა ზურგი აქცია ქვეყანას და ეკლესიას და ჩივილი ვინ იყო თუ ვინ იყო, ფარისევლობაა.აშშ-ს საელჩო: 1992 წლის 24 მარტს შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც საფუძველი ჩაუყარა ათწლეულების პარტნიორობასა და თანამშრომლობას.იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დასავლეთ საქართველოში ექვსი პირი დააკავესნიკა გვარამია: ისტორიაში პირველად, მარკერი დანაშაულის ჩადენის იარაღად იქნა აღიარებული, ელენეს კი სამშობლოს სიყვარულისთვის მიუსაჯეს - ეს აღიქმება, როგორც სიგნალი, რომ დავნებდეთ, მაგრამ თუ ვინმე უნდა დანებდეს, ეს იქნება ივანიშვილი.

ENDEKA